More

    (ვიდეო) ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა „ენკას“ ობიექტზე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს

    spot_img
    რიონის ხეობის მცველებმა
„ენკას“ სამშენებლო
ობიექტზე მისასვლელი
გზები გადაკეტეს

    რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ვითარება კვლავ დაძაბულია. ადგილზე „ენკას“ ავტომობილებს კვლავ არ უშვებენ.

    საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, გზის გადაკეტვის მიზანი არის ის, რომ „ენკამ“ ობიექტთან მისვლა ვეღარ შეძლოს.

    რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამშენებლო ობიექტზე მისასვლელი ყველა, მათ შორის, შემოვლითი გზა გადაკეტეს. აქტივისტები გამვლელ ავტომობილებს ამოწმებენ და ობიექტზე მისვლას უკრძალავენ.

    აქტივისტები გადაადგილების საშუალებას პოლიციელების ავტომობილებსაც არ აძლევენ.

    შესაბამისად „ენკას“ წარმომადგენლები სამშენებლო ობიექტზე მყოფი თანამშრომლების წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ.

    ამ დროისთვის ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა გადაკეტილი აქვთ გუმათჰესთან და სოფელ გუმათში, „ენკას“ ბაზასთან.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !