More

    ვიეტნამში AstraZeneca-ს ვაქცინა დაარეგისტრირეს

    spot_img

    ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თხან ლონგამ განაცხადა, ეს პირველი ვაქცინაა, რომელიც ვიეტნამში დარეგისტრირდა. პრეპარატის პირველი პარტიის მიწოდება იქ 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. საერთო ჯამში წლის ბოლომდე ვიეტნამი ამ კომპანიის ვაქცინის 30 მლნ დოზის მიღებას გეგმავს.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ვიეტნამში საკუთარი ვაქცინის კლინიკური კვლევებიც მიმდინარეობს.

    საუბარია Nanogen-ის და Covivac-ის ტიპის ვაქცინებზე, რომელიც ადგილობრივმა ფარმაცევტულმა კომპანიამ და ბიოლოგიური პრეპარატების ინსტიტუტმა შექმნეს.

    პანდემიის დაწყებიდან ვიეტნამში, რომლის მოსახლეობა თითქმის 100 მლნ-ს შეადგენს, კორონავირუსის მხოლოდ 1,739 შემთხვევა დაფიქსირდა. 35 ადამიანი გარდაიცვალა.

    იხილეთ აგრეთვე:

    🔮 უკრაინაში რუსული ვაქცინის შეტანა აიკრძალა

    🔮 „საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის არის, რომელიც „ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად საჭირო პირობას აკმაყოფილებს“ – გამყრელიძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here