More

    ვინ არის 50 წლის მამაკაცი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ

    spot_img
    პოლიცია ლენტი

    რუსთავიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის დაშორებით სარწყავ არხში მაშველებმა 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

    მათი თქმით, გარდაცვლილი ნოდარ ყოჩიაშვილია, რომელიც 29 მაისს საწარმო „რუსთავის აზოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არხში თევზაობის დროს ჩავარდა და გაუჩინარდა.

    საძიებო ღონისძიებებში, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 2 მყვინთავი მონაწილეობდა.

    საძიებო სამუშაოების გაადვილებისთვის არხში წყლის დონის დაკლებაც მოხდა და საბოლოოდ მამაკაცი გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

    ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !