More

    ვისაც საცობში მოუწია ყოფნა, ქვეყნის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა – ვარლამ გოლეთიანი

    spot_img
    ვარლამ გოლეთიანი

    რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თბილისის ქუჩებში პიკეტირების გამო საცობების შექმნისთვის ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ ფიქრობს, რომ ნახევარი საათით დაყოვნება ამ შემთხვევაში ქვეყნის რეალურ განვითარებაში აგურის დადებას ჰგავს.

    „ჩვენ გვიკვირს, როცა ერთის მხრივ ადამიანი ამბობს, იმას რომ აქ სახელმწიფო ინტერესია დათმობილი ამ ხელშეკრულებაში და მეორე მხრივ პრობლემად აღიქვამს იმას, რომ რაღაცა შეიძლება გადაიკეტოს იმის გამო, რომ კიდევ მეტად გავაგებინოთ საზოგადოებას თუ რა ხდება. ამ ნაწილში ბოდიშსაც მოვუხდით, მოსახლეობას თუ ვინმე შეწუხდა, მაგრამ ეს სინამდვილეში თითოეულ ჩვენგანს ეხება და ჩვენ ამას 210 დღეა ვაცნობთ საზოგადოებას. დამერწმუნეთ რომ იმ უბრალო შეჩერებით, ნახევარი საათი რომ შეჩერდა მანქანით, აგური დადო ქვეყნის რეალურ განვითარებაში. ამით მან დაიცვა ეროვნული და პირადი ინტერესი“, – ამბობს გოლეთიანი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !