More

    „ვიღაც გონებაჩლუნგმა კუნთმაგარმა ხიხომ პაპუნა გულაშვილს, დროშის ტარი ზედ კბილებში ჩაარტყა“

    spot_img
    გუნაშვილი პაპნა

     „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ცნობილია, რომ პაპუნა გულაშვილი ოფისში მოდიოდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა.

    პაპუნა გულაშვილმს აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფიოსში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა.

    პაპუნა გულაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

    „ეს აგრესიული „ლოსტები“ საიდან გამოძვრნენ, რა „სასტავი“ ჩამოიყარა თბილისში ვითომ ნამახვანის დასაცავად

    ჩემს შვილს მედია ჰოლდინგის დამფუძნებელს და რადიო „ჯორჯიან თაიმსის“, გენერალურ დირექტორს, რომელიც მანქანით უხვევდა ჯორჯიან თაიმსის „ოფისის შლაგბაუმთან , ვიღაც გონებაჩლუნგმა კუნთმაგარმა ხიხომ პაპუნა გულაშვილს, დროშის ტარი ზედ კბილებში ჩაარტყა, იმის გამო რომ პაპუნამ უთხრა გამატარეო , ჩვენ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ამ ჩლუნგის იდენტიფიცირებას მოახდენს, უკვე გამოვიძახეთ პატრული და ველოდებით დამნაშავეების საკადროს დასჯას, ვარლამ გოლეთიანს მოუწოდებ ცოტა აზრზე მოიყვანოს ის ველურები რომლებიც თვითონ ჩამოიყვანა სადღაციდან და დაასია თბილისს“, – წერს მალხზ ჭინჭარაული.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !