More

    „ვიღაც ხელი მიფათურა, ვიღაცამ „ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო“  –  დამესივნენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, შენნაირების ადგილი აქ არ არისო…“

    spot_img

    ბლოგერი სალომე ბარკერი, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება. სალომე აცხადებს, რომ ის აქციაზე ადამიანებმა ლგბტ ჯგუფის მიმართ მხარდაჭერის გამომხატველი სამკლაურის გამო შეავიწროვეს.

    „2019 წლის მაისიდან მიკეთია ეს სამკლავური. და ამ დროში იმდენად შემეზარდა მკლავზე, ამას წინათ თავად გურამ კაშია ჰყავდათ ერთ ეთერში სტუმრად და პროდიუსერმა მე დამირეკა, სამკლავური გვათხოვე, ვერ ვიშოვეთო. ამ ნაწილს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვინც ახლა დაინახა პირველად.

    უამრავი ბნელეთი რომ უჭერს მხარს ამ პროტესტს, არ ყოფილა ჩემთვის დამაბრკოლებელი აქამდე, და როგორც დააანონსეს 12:00 საათზე მობილიზაცია, ისე მივედი და დავდექი ჩემთვის წყნარად. არავისგან არანაირი პრობლემა არ მიგრძნია, აქ ხალხი დადის ზოგი ჯვრით და ზოგი დროშით. რა ვიცი, ჭრელი ხალხი ვართ ხო? ასე არ უნდა იყოს?

    ასევე, ყველა მედიამ იცის, რომ უარს ვეუბნები უკვე დიდი ხანია და ვერ ნახავთ ჩემს სინქრონებს ვერსად, ახლაც ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი, მერე გამახსენდა ეს მთელი აურზაური აქით-იქით, დაძაბულობა რასაც ვკითხულობ ორი დღეა ფეისბუკზე და ვიფიქრე, პირიქით, კარგს ვიზამდი თუ ვეტყოდი, რომ დიახაც აქ ვარ და მხარდასაჭერად ვარ, როგორც უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ ძალადობის და ესკალაციის მოლოდინი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად აქ უნდა ვიყო და არა სხვაგან.

    ფხაკაძე პანდემიის დასრულების ზუსტ დროს ასახელებს

    და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.

    უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ „ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო“ მომიწოდა, დამესივნენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.

    გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად.

    „იმედი მაქვს, ვარლამ გოლეთიანს ეყოფა ალღო… არ არსებობს მიზეზი, რომლითაც აგრესია გამართლდება“ – ფანჯიკიძე

    ამასაც რისთვის ვწერ არ ვიცი, წინასწარ მიშლის ნერვებს ყველანაირი არასწორი ინტერპრეტაცია რომელსაც ამ ამბავს ახლა მისცემენ და უბრალოდ იცოდეთ, საერთოდ არაფერში არ მჭირდებოდა მე ეს ყ** თავგადასავალი დღეს.

    პ.ს. ვისაც გაგისწორდებათ ყველა ფოტოს და ვიდეოს დაგილინკავთ გასული ორი წლიდან, სადაც ეს სამკლავური მიკეთია და თქვენ თვითონ შეგრცხვებათ თქვენი თავების.

    პ.პ.ს. მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, და ბოდიში, ცოტა ვინერვიულე.“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !