More

    ვლადიმერ ბოჟაძე – კითხვების ფონზე მამუკა არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენართან გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია

    spot_img
    სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

    „გიორგი გახარიას პოლიტაკაში დაბრუნების მერე სულ კითხვებზე პასუხებს ველით, არადა რაც დრო გადის, უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს, რაც აჩენს და აღრმავებს ეჭვს „ნაცმოძრაობასთან“ მისი კოჰაბიტაციის შესახებ,“ – ამის შესახებ ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

    ექსპერტი პოლიტოლოგის მამუკა არეშიძის ინტერვიუს, სადაც ის „ნაცმოძრაობის“ სცენართან გიორგი გახარიას კავშირზე საუბრობს, ლოგიკურს უწოდებს:

    „ყველაზე მეტად მიჭირს ამოვხსნა უკუკავშირი გახარიას ორ ქმედებას შორის: თავადაც არ უარყო, რომ ის იყო ყველაზე აქტიური მომხრე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების, რაც დიდი ალბათობით მის დაპატიმრებას გამოიწვევდა, არადა მოსამართლის განჩინების შემდეგ, სრულიად გაუგებრად დააყენა ულტიმატუმი მისი დაკავების 2 დღით გადადების თაობაზე… პარტიის ოფისში გამაგრებული ნიკანორ მელია, ამ 2 დღეში გარეთ გამოვიდოდა თუ უფრო მეტი ხალხის მობილიზებას მოახდენდა? პოლიციას მისი აყვანა უფრო გაუადვილდებოდა თუ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა? ვფიქრობ ამ კითხვების ფონზე მამუკა არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენართან გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია,“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !