More

    ვლადიმერ ბოჟაძე: მაშინ, როცა ხალხი გახარიასგან პასუხებს ელოდება, მისი გუნდის წევრები ყველაფერზე ამბობენ – სასაცილო და არასერიოზულია

    spot_img
    სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე Digest.ge

    „იმ დროს, როცა ხალხი გახარიასგან პასუხებს ელოდება, მისი გუნდის წევრები ყველაფერზე ამბობენ სასაცილო და არასერიოზულია. იცინეთ, ბოლოს ვინ გაიცინებს, შემოდგომაზე ვნახავთ,“ – ამის შესახებ ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

    მისი თქმით, საზოგადოება გიორგი გახარიასგან და მისი გუნდისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ითხოვს, თუმცა როგორც ბოჟაძე აცხადებს, პასუხის გაცემის ნაცვლად გახარიას გუნდის წევრები იცინიან.

    „გიორგი გახარიას მისამართით უკვე არსებულ ორ უმწვავეს შეკითხვას ახლა მესამეც დაემატა – ბადრი ჯაფარიძისთვის გადაცემული ან არგადაცემული წერილი. აქამდე დღის წესრიგშია ორი თემა – რატომ გადადგა გაურკვეველი მიზეზით და რატომ ითამაშა ნაცების თამაში (ნებსით თუ უნებლიეთ), მეორე კითხვა არის დაფინანსების თაობაზე, (ვინ დააფინანსა უკვე განხორციელებული აქტივობები) არის თუ არა ის კეზერაშვილთან ალიანსში. იმ დროს როცა ხალხი მისგან პასუხებს ელოდება, მისი გუნდის წევრები ყველაფერზე იძახიან სასაცილოა, არასერიოზულია, პასუხს ვერ გაგცემთ… ხალხი/ამომრჩეველი მათ შორის მომხრეც და მოწინააღმდეგეც კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ, პასუხების ნაცვლად კი თქვენ იცინით. იცინეთ, იცინეთ და ვინ გაიცინებს, მაგას შემოდგომაზე ვნახავთ. ანუ ვის დატოვებს გაღიმებულს ამომრჩეველი“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !