More

    ვლადიმერ ბოჟაძე – „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ აჟღერებენ გახარიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ალბათ ამიტომაც არის „კრიტიკული მედია“ მისი „პიარით“ დაკავებული

    spot_img
    სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე Digest.ge

    „გიორგი გახარია ძალიან საეჭვო თამაშში ერთვება“, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

    მისი თქმით, გახარიას ახალი პარტიის შესახებ გავრცელებულ ჭორებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ აჟღერებენ.

    ბოჟაძე იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი ექსპრემიერის გიორგი გახარიას ახალი პარტიის პრეზენტაცია საზოგადოებაში უფრო ბევრ კითხვებსა და ეჭვებს არ გააჩენს:

    რამდენიმე დღის წინ გახარიაზე სტატია დაიწერა, რომ გავრცელდებოდა ჭორები, თითქოს ის არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევს და ვერ გადალახავს 43%-იან ბარიერს, იქნება რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს ყველას ჭორები გვეგონა, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ აჟღერებენ გახარიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ალბათ ამიტომაც არის „კრიტიკული მედია“ არა გახარიას „გაშავებით“ არამედ მისი „პიარით“ დაკავებული. ამით სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ გიორგი გახარია ძალიან საეჭვო თამაში ერთვება. იმედია დღევანდელი პრეზენტაცია უფრო ბევრ კითხვებსა და ეჭვებს არ გააჩენს, დაველოდოთ“, – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !