More

    ზაალ კაპანაძე: მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს

    spot_img

    მთავრობას დამტკიცებული აქვს ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა და ის სრულებით შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, – ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და განთავსების საკითხს, ასევე იმუნიზაციის დაწესებულებებს, ასევე სამიზნე ჯგუფებს, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება.

    „დღეს საუბარი იყო ვაქცინაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე. ეს არის Pfaizer-ის ვაქცინა, 30 000 დოზა. როგორც მოგეხსენებათ, Pfaizer-ის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობა მოიცავს ულტრა ცივი ჯაჭვის პროცესს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის ლოგისტიკური ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის ტრანსპორტირებასა და განთავსებასთან.

    ასევე საუბარი შეეხო იმუნიზაციის იმ დაწესებულებებს, სადაც ვაქცინაცია უნდა მოხდეს. ვისაუბრეთ იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობას დამტკიცებული აქვს ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა და ის სრულებით შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.

    ინფორმაციისთვის, „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ვაქცინას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.

    აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

    👉 შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადის მიერ განხორციელდება აცრები

    👉 პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება განიხილა

    👉 უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც მოხდება პირველი ჯგუფების ვაქცინაცია

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here