More

    „ზაფხულია უკვე ცხელა, მაგრამ პირბადე უნდა ვატაროთ“ – ამირან გამყრელიძე

    spot_img
    გამყრელიძის მიმართვა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა როგორც დედაქალაქში ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.

    როგორც ვებინარზე გამყრელიძემ აღნიშნა, ზაფხულში რთულია პირბადის ტარება, თუმცა სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ არსებობს.

    „ამას ძალიან მკაცრად ვუსვამთ ჩვენ ხაზს. მარტო ზღვისპირა კურორტებზე არა, თბილისშიც და სხვაგანაც პირბადის ტარების რეგულაციის შემცირება. გვქონდა 78% და ბოლო მონაცემებით ჩამოსულია 65%-მდე. პირბადე გახლავთ ყველაზე კარგი პრევენციული საშუალება, რომელიც მოსახლეობას იცავს ვირუსისგან.

    მესმის, რომ რთულია და ზაფხულია უკვე ცხელა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. უნდა დავემორჩილოთ ამ რეკომენდაციას. თუ ზაფხულში შევასრულებთ ყველაფერს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ზაფხულს გავივლით შედარებით მშვიდად. არ დაგვჭირდება არავითარი ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 343 963-ს შეადგენს, გარდაცვლილია 4773, ხოლო საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 327 618 ადამიანი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !