More

    ზვიგენის თავდასხმის შემდეგ, მამაკაცი გინეკოლოგთან აღმოჩნდა

    spot_img
    მამაკაცი

    უცხოური მედიის ცნობით, ამერიკელ ტურისტს, ჩედ ბერკერს, რომელიც ბელიზში დასასვენებლად იყო ჩასული, 2 ზვიგენი თავს დაესხა.

    შემთხვევა შვებულების მეოთხე დღეს მოხდა, როდესაც ბერკერი მეუღლესთან ერთად წყალქვეშ ცურავდა.

    მათივე ცნობით, როდესაც ბერკერი წყალში ჩავიდა, დინებამ ზვიგენებთან წაიღო. მას თავს 2 ზვიგენი დაესხა და სასწაულებრივად გადარჩა.

    „როდესაც ზვიგენის პირიდან ხელის მტევანი ამოვიღე, დანახვის შემეშინდა“, – აღნიშნა მან.

    გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ბარკერს ხელზე ღრმა ჭრილობები დარჩა, რასაც ნაკერის დადება სჭირდებოდა.

    მახლობლად საავადმყოფო არ აღმოჩნდა, ამიტომ მამაკაცს ადგილობრივ მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი მოუწია, რომელიც 200 დოლარად ნაკერების დადებას დათანხმდა.

    ტრავმის მიუხედავად, ტურისტმა გადაწყვიტა, რომ შვებულების დასრულებამდე შინ არ დაბრუნებულიყო და კიდევ სამი დღე ბელიზში გაატარა.

    ხელში ტკივილის გასაყუჩებლად კი სპირტიან სასმელებს იღებდა. შინ დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჭრილობაში ინფექცია იყო და ახალი ოპერაცია დაუნიშნეს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !