More

    ზოგი დაშორებას გადაწყვეტს, ფული თქვენგან „წავა“… – ნახეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

    spot_img

    26 მაისს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მშვილდოსნის ზოდიაქოში ერთად გვქონდა. მომდევნო ორი კვირა საინტერესო ცვლილებებს გვთავაზობს.

    ძირითადი აქცენტი გაკეთდება მომაბეზრებელის, უსარგებლოს, არაფრისმომცემის მოშორებაზე. ეს ეხება ადამიანებსაც, ნივთებსაც, საქმეებსაც, კავშირებსაც.

    ვერძი

    რაღაც ისეთი მოხდება, რაც შეგაცვლევინებთ მსოფლმხედველობას. ზოგი გაიგებთ რაღაც საიდუმლოს და მოგიწევთ, სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. ცვლილებები მოსალოდნელია უცხოეთთან დაკავშირებით. გამორიცხული არაა, მიიღოთ საზღვარგარეთ გამგზავრების გადაწყვეტილება, უცხოეთში დაფუძნდეთ, შეიცვალოთ რელიგია, კულტურა. იქორწინოთ უცხოელზე. თუ სტუდენტი ხართ, დაასრულებთ სწავლას, მიიღებთ დიპლომს. თუ სასამართლო და იურიდიულ საქმეებს აწარმოებდით, მიიღებთ შედეგს. თუ ბლოგერი ხართ, მწერალი, მოიმატებს თქვენი პოპულარობა. თუ ასაკი ხელს გიწყოთ, შეიძლება შვილიშვილი გეყოლოთ.

    კურო

    გაისტუმრებთ ვალებს, დახურავთ კრედიტს. შეიძლება გაყიდოთ ძვირად ღირებული ნივთები. თუ ფულს იღებდით სტიპენდიის ან ალიმენტის სახით, შეჩერდება ან დასრულდება. მოგიწევთ გადასახადების გადახდა. ერთი სიტყვით, ფული წავა თქვენგან. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა. ზოგი კი გადაწყვეტს, დაშორდეს სექსუალურ პარტნიორს ან გაიგებს, რომ მშობელი გახდება. დაბნელება მოგაცილებთ შიშებს, კომპლექსებს, დამოკიდებულებებს, მავნე ჩვევებს.

    ტყუპი

    რადგან მთვარის დაბნელება მშვილდოსანი-ტყუპის ღერძზეა, მშვილდოსნის მსგავსად თქვენც მძაფრად იგრძნობთ და პირველ რიგში პარტნიორული ურთიერთობების თემაში. რაღაც გამონათდება, თვალები აგეხილებათ. დაარეგულირეთ პარტნიორული (საქმიანი და სასიყვარულო) ურთიერთობები.

    ზოგიერთმა შეიძლება საერთოდ გაწყვიტოთ კავშირი. გადაწყვიტოთ პარტნიორის შეცვლა. თუ კლიენტებთან გაწყვეტთ კავშირს, ნუ დარდობთ, ახლები გამოგიჩნდებიან. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რომანტიკული კავშირი (განსაკუთრებით ახალდაწყებული).

    კირჩხიბი

    დაასრულებთ სამუშაო პროექტს, მიიღებთ შედეგს. ცვლილებები გელით სამსახურში, დაიხურება თქვენი ფილიალი ან სხვა იყიდის, უფროსი შეგეცვლებათ, ან კოლეგა წავა სამსახურიდან. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, დაქვეითებულ თანამშრომელთან მოგიწევთ განშორება ან პიროვნებასთან, ვინც თქვენთან მუშაობს (ძიძა, მძღოლი, დამხმარე). თუ შინაური ცხოველი გყავთ, გააჩუქებთ ან დაკარგავთ. გამოიკვეთება დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემა. მოგიწევთ დღის რეჟიმის (კვება, ძილი, დასვენება) შეცვლა. ნუ ჩაიტარებთ გეგმურ ოპერაციებს. გაფრთხილდით, როცა მჭრელ და ბასრ საგნებთან გექნებათ შეხება. ზოგადად, ტრავმულობა მომატებულია.

    ლომი

    ცვლილებები მოსალოდნელია სასიყვარულო თემებში. შეიძლება გაიგოთ თქვენი საყვარელი ადამიანის საიდუმლო. ზოგი კი სულაც დაშორებას გადაწყვეტს შეყვარებულთან. მოზრდილმა შვილება შეიძლება დატოვონ თქვენი სახლი (დაწყვილების, სწავლის გამო). ზოგი კი შეიძლება მშობელი გახდეს ან მანდილოსანმა ლომებმა გაიგოთ, რომ ფეხმძიმედ ხართ. ზოგსაც კი შემოგთავაზებენ ბავშვის მონათვლას. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, გადაწყვეტთ ან მის დახურვას, გაყიდვას, ან სხვაზე გადაფორმებას.

    ქალწული

    მიაქციეთ ყურადღება უძრავი ქონების თემებს. თუ აქამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდით, ახლა შეიძლება გადაწყვიტოთ მათგან გადასვლა, სულაც შეიცვალოთ საცხოვრებელი ქალაქი/ქვეყანა; მიიღოთ საზღვარგარეთ ცხოვრების უფლება. ზოგს მოგიწევთ კავშირის გაწყვეტა უხუცეს ნათესავთან. გაყიდით ბინას, თუ გსურდათ. დაასრულებთ რემონტს. ამ პერიოდში მოსალოდნელია თქვენი საგვარეულო საიდუმლოს გაგებაც. გირჩევთ, მოიშოროთ უსარგებლო ნივთები.

    სასწორი

    გამოვლინდება, რომ რაღაცის ნიჭი გაქვთ, რაც გსურთ, მთელ ქვეყანას გააგებინოთ. ზოგიერთი დაასრულებს რაღაც სასწავლო კურსს და დაიწყებს სპეციალისტად მუშაობას. გაფრთხილდით, რომ არ იჩხუბოთ და-ძმებთან ან არ გაწყვიტოთ მათთან კავშირი. თუ საბუთებს აგროვებდით, დაასრულებთ მათ მოგვარებას. ნუ შეიძენთ, მაგრამ შეგიძლიათ გაყიდოთ ავტომობილი. სასურველია, მოაწესრიგოთ იგი. ზოგი კი, თუ გსურდათ, მიიღებს მართვის მოწმობას.

    მორიელი

    მიაქციეთ ყურადღება ფინანსურ საკითხებს. თუ ფულად დახმარებას იღებდით (ნათესავებისგან, სახელმწიფოსგან), შეიძლება შეგიჩერდეთ. ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოთ სამსახურის მიტოვება ან შემოსავლის სხვა გზით მიღება, თუნდაც ფულის გამომუშავება ხმით (პედაგოგობა, სიმღერა, ორატორობა). ნუ შეაფასებთ საკუთარ თავს იაფად. დაასრულებთ პროექტს და მიიღებთ მატერიალურ კომპენსაციას. შეიძლება დიდი თანხა დახარჯოთ, მაგალითად, თუ ფულს აგროვებდით ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად (ბინა, ავტომობილი), შეიძენთ. ზოგი დაფარავს კრედიტს. გირჩევთ, გათავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან.

    მშვილდოსანი

    რაღაც უნდა დაასრულოთ – ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, საქმიანი კავშირი. ან შეიძლება შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტოთ, ან ქალბატონი მშვილდოსნები გაიგებთ, რომ ფეხმძიმედ ხართ. თუ საქმიანი მოლაპარაკებები გქონდათ, გააფორმებთ ხელშეკრულებას. კარგი იქნება დიეტის დაწყება, ორგანიზმის გაწმენდა, ზედმეტი კილოგრამების მოცილება. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ტატუს მოცილება. შეიცვლით გარეგნობას. გამორიცხული არაა, ცნობილი გახდეთ (კარგი თუ ცუდი ქცევით ეს თქვენზეა დამოკიდებული), გამომჟღავნდეს თქვენი საიდუმლო.

    თხის რქა

    დასრულების, გათავისუფლების პერიოდი დაგიდგათ. შეიძლება გათავისუფლდეთ უსარგებლოსგან ნივთებისგან, ადამიანებისგან, დაასრულოთ მოსაწყენი პროექტი, კონტრაქტი. ზოგი გადაწყვეტს ემიგრაციაში წასვლას ან უბრალოდ იმოგზაურებს შორეულ ქვეყანაში. შეიძლება რომელიმე ნათესავისგან მიიღოთ მემკვიდრეობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გირჩევთ მეტად დაისვენოთ. კარგი იქნება, სანატორიუმში გამგზავრება, სადაც თან დაისვენებთ და თან იმკურნალებთ. გამომჟღავნდება თქვენი ფარული კავშირი ან ახლობლის საიდუმლო.

    მერწყული

    ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ონლაინ, სოციალურ ქსელებთანაა კავშირში. შეიძლება დახუროთ რაღაც ონლაინბიზნესი, გაყიდოთ, მოგინდებათ რაღაცის შეცვლა. ზოგი გახსნის თავის ონლაინბიზნესს, ახალ სოციალურ გჯუფს. დაასრულებს წევრობას კონკრეტულ ჯგუფში, გაერთიანებაში, ორგანიზაციაში. მიიღებთ შემოსავალს ადრე შესრულებული საქმისგან. ზოგიერთმა შეიძლება გაწყვიტოს კავშირი მეგობრებთან (საიდუმლოს გამჟღავნების, ემიგრაციაში წასვლის ან უდროობის გამო).

    თევზები

    მიაღწევეთ მიზანს, თუ დაწინაურება გსურდათ, დაწინაურდებით. ზოგი გადაწყვეტს დაიწყოს პირადი ბიზნესი. მოიგებთ კონკურსში, ტენდერში. ერთი სიტყვით, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რაც ხალხს აალაპარაკებს თქვენზე. გისურვებთ, კარგ სიახლეებს, რეპუტაციას ნუ შეილახავთ. შეგეცვლებათ სტატუსი – დაასრულებთ სწავლას და დაიწყებთ მუშაობას, იქორწინებთ ან განქორწინდებით, გაგიჩნდებათ შვილი, შეიცვლით საცხოვრებელ მისამართს ან თუ ასაკი ხელს გიწყობთ, გახვალთ პენსიაზე.

    წყარო: intermedia.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !