More

    „ზოგი დაჭრეს, ზოგი სცემეს, ზოგი დააპატიმრეს“ – დაპირისპირება სოფელ საყულიაში

    spot_img
    უბედური- შემთხვევა

    სოფელ საყულიაში ერთი პირი დააკავეს. სპეცრაზმსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა – ამის შესახებ „კურიერს“ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს.

    მათივე ინფორმაციით, დაიჭრა ორი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. როგორც ადგილობრივები „კურიერთან“ ჰყვებიან, დაპირისპირების შედეგად დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მოსახლეობის ინფორმაციით, დაპირისპირებისა და ერთი პირის დაკავების მიზეზი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა გახდა.

    „სასაფლაოს გამკეთებელ ბიჭებს დაესხნენ თავს, ზოგი დაჭრეს, ზოგი სცემეს, ზოგი დააპატიმრეს და წაიყვანეს უდანაშაულოდ, არანაირი დანაშაული არცერთს არ მიუძღვის. ამაზე მთელ სოფელს რეაგირება გვექნება. მათგან ერთ-ერთი ნამახვანში იყო ნამყოფი და იმის გამო მოხდა, რადგან აქციაში მიიღო მონაწილეობა, თავზე დაადგნენ“,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !