More

    ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეხვდებიან სიყვარულს ივნისში?

    spot_img
    სიყვარული _ ჰოროსკოპი

    წელს ზაფხული მართლაც უჩვეულო იქნება. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ივნისი დაბნელებების მონაცვლეობითა და რეტროგრადიული მერწყულით დაიწყება. რაც მთელ ცხელ სეზონზე შესაფერის გავლენას მოახდენს. ყოველ ჯერზე ხომ ასეთ კომბინაციას მოაქვს ახალი ნაცნობობა, რომელიც ანაბეჭდს მთელ დანარჩენ ცხოვრებაზე ტოვებს.

    თანაც, სპეციალისტებს სჯერათ, რომ ამ ზაფხულს ვარსკვლავების გავლენა 2012 წლის მოვლენებს მეტწილად მოგვაგონებს. ამიტომაც, უნდა გავიხსენოთ, რა ხდებოდა იმ დროს საინტერესო. აგრეთვე, გთავაზობთ იმის გაგებასაც, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნები იქნებიან წლევანდელ ზაფხულს სიყვარულში იღბლიანები და რისთვის უნდა იყვნენ ისინი მზად.

    ტყუპები

    მზის დაბნელება განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ამ ნიშნის წარმომადგენლებზე. მოსალოდნელია, რომ სწორედ 10 ივნისის დაბნელება მოიტანს საბედისწერო მოვლენებს, რომლებიც ოჯახურ მდგომარეობას შეცვლის.

    ამიტომაც, ტყუპები მალე შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას ააწყობთ. ესე იგი, ყურადღებით იყავით იმ ადამიანებისადმი, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ. აგრეთვე, გაჩნდება შანსი, განაახლოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც, ერთი შეხედვით, დიდი ხნის წინ დაასრულეთ.

    მშვილდოსანი

    ეს ზაფხული მშვილდოსნისთვისაც მომგებიანი იქნება. თანაც, სწორედ ივნისი და ივლისი დაამახსოვრდება ყველაზე კარგად. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი ნაცნობობა, რომელიც გრძელვადიან სახეს მიიღებს. თუმცა, ცხოვრების სხვა სფეროშიც დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი.მაგალითად, გაიგებთ იმას, საით უნდა იაროთ და როგორ უნდა მიაღწიოთ მიზნებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაისახეთ. საინტერესოა, რომ 26 მაისს დაბნელება მოხდება, რომლის შემდეგაც თქვენთვის საკეთილდღეო მოვლენების ჯაჭვი ჩაეშვება.

    ქალწული

    15 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ქალწულისთვის, მეორე ნახევართან შესახვედრად. ასტროლოგები ამას იმით ხსნიან, რომ პლანეტა იუპიტერი (რომელიც პასუხს ქალწულებზე აგებს), ქორწინების სექტორში შევა. ვიღაც ამ დროში არამხოლოდ ღირსეულ ადამიანს იპოვის, არამედ ოჯახსაც შექმნის. იღბალი განსაკუთრებით ფართოდ გაუღიმებს იმ ქალწულებს, რომლებიც აგვისტოში დაიბადნენ.

    წყარო: paparazzi.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !