More

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

    spot_img

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლაში, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, რამდენიმე კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს. 

    ამავე ცნობით, სკოლაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 27 იანვარს დადასტურდა. მაშინ ინფექცია პირველი და მეორე კლასების 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც აღნიშნულ კლასებში 8 თებერვლამდე დისტანციური სწავლების რეჟიმი იმოქმედებს.

    29 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 3 მოსწავლეს და აღნიშნული კლასებიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. მათ საიზოლაციო პერიოდი 10 თებერვალს დაუმთავრდებათ.

    ინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებში, თითო კლასში თითო მოსწავლეა ინფიცირებული. შესაბამისად, აღნიშნული კლასები, 16 თებერვლამდე, დისტანციურად განაგრძობენ სწავლას.

    რაც შეეხება მასწავლებლებში ინფიცირების შემთხვევებს, 27 იანვარს სკოლის 2 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი და ისინი სწავლების პროცესში 8 თებერვლიდან ჩაერთვებიან.

    რესურსცენტრის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლებში, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებლების 20%-ს მაინც კორონავირუსზე ტესტირება დადგენილი ნორმების თანახმად უტარდებათ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here