More

    ზუგდიდში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

    spot_img

    ზუგდიდში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

    თორიას თქმით, ჩამონგრეულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახები დეკემბრის თვეში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იყვნენ.

    „მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინებში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს სურდა სოფლად სახლის ფარგლებში სახლის შეძენა. მათ ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული და ამაზეც თანხმობა ჰქონდათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი“, – განაცხადა თორიამ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა გადაარჩინეს.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ ზუგდიდში შენობა ჩამოინგრა – ნანგრევებში არასრულწლოვანი მოჰყვა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here