More

    ზუგდიდში შენობა ჩამოინგრა – ნანგრევებში არასრულწლოვანი მოჰყვა

    spot_img

    ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

    „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.

    არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here