More

    ზურაბ ქადაგიძე: ლოგიკურია ბატონმა გახარიამ გამოიყენოს ყველა რადიკალური თუ კონსტრუქციული საშუალება იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ 43% არ აიღოს

    spot_img
    ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge

    „მარტივი ლოგიკაა – როდესაც პარტიას აფუძნებ და ცდილობ ძლიერი ოპოზიციური პლატფორმა შექმნა, ავტომატურად იწყებ მუშაობას 43%-იან ჩამკეტ მექანიზმზე, რათა გამოიყენო შესაძლებლობა ვადამდელი არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

    მისი თქმით, გახარიას გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელ არჩევნებზე ხმების 43% ვერ მიიღოს:

    „ანუ გახარიას გუნდი პოლიტიკურ ბრძოლაში შევა ხელისუფლების წინააღმდეგ და გამოიყენებს ყველა საშუალებას, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს 43%. თუმცა ბევრი ლეგიტიმური კითხვა იბადება საზოგადოებაში. ვისი პარტნიორი იქნება, ვინ დააფინანსებს, როგორ გზას აირჩევს, რატომ იგებს საზოგადოება მის გეგმებზე ექსკლუზიურად კეზერაშვილის ტელევიზიიდან და ა.შ.

    არის კედევ ერთი მთავარი კითხვა – არის თუ არა ღალატი მისი მხრიდან გუნდზე ზურგშექცევა, მაშინ როდესაც იგი გადადგა? აქედან გამომდინარე… ლოგიკურია ბატონმა გახარიამ გამოიყენოს ყველა რადიკალური თუ კონსტრუქციული საშუალება იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ 43% არ აიღოს.P.S.დაველოდოთ 29 რიცხვს. კეზერაშვილის ტელევიზიამ ეგრე დაგვიანონსა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !