More

    ზურაბ ქადაგიძე – როდის აღმოაჩინეთ პარტიული ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე სახელმწიფოებრივის?

    spot_img
    ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge

    ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას მიერ მისი პოსტიდან გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    „როდის აღმოაჩინეთ პარტიული ინტერესის უფრო მაღლა დაყენება,ვიდრე სახელმწიფოებრივის? ბიზნეს-ომბუდსმენობის, მინისტრის მოადგილეობის, ეკონომიკის მინისტრობის, შინაგან საქმეთა მინისტრობის,თუ პრემიერობის დროს? იქნებ მაშინ მელიას რომ იმუნიტეტის მოხსნას უპირებდა უმრავლესობა და თქვენ ეთანხმებოდით? ან მაშინ ნაც-მოძრაობას რომ ამთავრებდით?“

    შემთხვევით, პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა, რაც თქვენი გადადგომით გამოიხატა, უფრო მეტი უპასუხისმგებლობა ხომ არ იყო, ვიდრე პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაა? ალბათ უფრო სწორი იქნებოდა თქვენი გამოსვლა დაგეწყოთ ბოდიშით…. ბოდიში „ქართული ოცნების“ იმ მილიონ ამომრჩეველთან, ვისაც თქვენი სჯეროდა, გენდობოდა და იმედოვნებდა, რომ ნებისმიერი კრიზისის დროს გუნდს უერთგულებდით, თუმცა თქვენ მოიქეცით ისე, როგორც მოიქეცით,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !