More

    ზურაბ ჯაფარიძე: დღეს, 15:00-ზე კანცელარიასთან ისევ აქციაა

    spot_img

    პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას აანონსებს.

    „- აქციამ არ ივარგა

    – ეგრე ვერაფერს შევცვლით

    – პოლიტიკოსების გვერდით არ დავდგებით

    – ცოტა ხალხი იყო

    – მუხტი არ იყო

    – ცივა

    – მაინც არაფერი გამოვა

    – დავიღალე ამ ერთი და იგივეთი

    რა ვქნათ?

    გავიქცეთ ქვეყნიდან?

    ამათ დავუტოვოთ?

    ვინც არ ან ვერ გარბიხართ – დღეს 15.00-ზე კანცელარიასთან ისევ აქციაა“.

    ჯაფარიძის თქმით, ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

    იგი ხალხს მოუწოდებს, რომ ან დაანახებენ ხელისუფლებას მათ გაბრაზებას და დაუმორჩილებლობას, ან გააგრძელებენ მათზე ზრუნვის მოტივით მათსავე სულის ხდას.

    ინფორმაციისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა (21:00 საათიდან 05:00 საათამდე) „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება. ამავდროულად თბილისში, რუსთავში და ქუთაისში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არ არის“ – მამუკა მდინარაძე

    ✔️ გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here