More

    ზურა ჯაფარიძე: პირველ რიგში კომენდანტის საათია მოსახსნელი

    spot_img

    „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. 

    მისი თქმით, ეს იყო გულწრფელი პროტესტი და მთავრობამ ეს დაინახა.

    “ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ პროტესტი ხშირ შემთხვევაში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მრავალრიცხოვანი პროტესტი.

    მგონია, რომ დაინახეს რომ ეს იყო გულწრფელი პროტესტი, ეს არ იყო დაორგანიზებული პარტაქტივი და ამიტომ მოხდა რეაგირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

    ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა საკმარისი არ არის და ასევე უნდა მოიხსნას კომენდანტის საათიც.

    „ჩემი აზრით, ყველაფერი გასახსნელია, მათ შორის პირველ რიგში კომენდანტის საათია მოსახსნელი,ასევე როგორც ზამთრის კურორტები რადგან ხალხი არის შემოსავლების გარეშე დარჩენილი.

    გარდა ამისა, გასაუქმებელია ყველა ჯარიმა, რომელიც გამოწერილია ამ დარღვევების გამო“- განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა.

    📣ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

    კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება – ჩამონათვალი

    ✔️„ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება“- მაია ცქიტიშვილი

    ✔️ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები ძალაში რჩება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here