More

    „თავად იმალება და სხვებს „აყეფებს“ – მუმლაძის მორიგი სკანდალური პოსტი

    spot_img

    მომღერალი რუსუდან მუმლაძე, რომელიც მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის ახლანდელი ცოლია, გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემდეგ მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

    მან ცოტა ხნის წინ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის გაამხნევეს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იმავე პოსტში კი აღნიშნა, რომ მის მიმართ, ტროლების მიერ, მიზანმიმართული შეტევა ხორციელდებოდა.

    „მოკლედ, ჩემი კედელი დავხურე!

    თუმცა, პირად შეტყობინებაში მწერს უამრავი ადამიანი. მამხნევებენ, სიმპათიას გამოხატავენ, უამრავი დადებითი შეფასება მოვისმინე, როგორც მუსიკოსმა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი არჩევს შავს და თეთრს! ნიჭიერს და უნიჭოს! მახინჯს და ლამაზს! ბოროტს და კეთილს! ყალბს და ნაღდს! არაფერი რომ არ იმალება…

    ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ხალხმა ყველაფერი იცის ვინ ვინ არის! წარსულით, ბინძურად ნაკეთები საქმეებით და ურთიერთობებით, პირადი „გრეხები“ -ც კი! რაც მეგონა მარტო კულუარულმა წრემ იცოდა… ცინიზმი და სნობიზმი, ყოველთვის საჯაროდ ჩანდა!

    ჩემი „ფარულ კონვერტში“ გამოსვლის შემდეგ კი „დაჩაგრულის მანტია“ მოისხა მავანმა! რა საოცარია არა?!
    რაც არ უნდა მლანძღონ, უნიჭო და მახინჯი მეძახონ, არ ავღელდები, რადგან სიყალბე, ტყუილი, ორმაგი თამაშები, ზურგს უკან სიბინძურების კეთება, ადამიანების ძირის თხრა, დაჩაგვრა, ცინიზმი, ჩემგან შორსაა. დიახ! აი ეს არის ჩემთვის მთავარი! დიახ! ზუსტად ამიტომაც აღმოჩნდა ზურა ჩემს გვერდზე! სჯობს გვინ, ვიდრე არასდროს!
    ვაზელინით გაპოხილი, ნაძალადევი და შეკვეთილ-ნამათხოვრები პოსტები და კომენტარები კი მძულს, ზუსტად ამიტომ დავხურე კედელი!

    ყოველგვარი თხოვნის და შეკვეთების გარეშე, სრულიად უცხო ადამიანების გულწრფელი სიტყვები და შეფასებები მირჩევნია! ნაცნობ-მეგობრები ისედაც კარგად მიცნობენ!

    უამრავი ადამიანი დავიმეგობრე ფეისბუკზე! უყურადღებოდ არავის ვტოვებ, ყველას ვიმატებ. უკვე ლიმიტიც მეწურება „იმისიანებს“ და „იმისიან“ ტროლ-ბოტებს კი დაგბლოკავთ! რომლებიც ერთ დღითი, შექმნილი გვერდებიდნ შემოიდიხართ… უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამხელა სითბო და პოზიტივი გამოუშვით ჩემკენ! მადლობა!“ – წერს მუმლაძე.

    ახლახან კი მუმლაძემ კვლავ განაცხადა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ტროლებმა შეტევა შეწყვიტეს.

    „რაც ბოლო პოსტი გამოვაქვეყნე, მას შემდეგ, არც ერთი უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კომენტარით აღარ შემოსულან „ფეიკ“ გვერდებიდან და ა.შ. დასკვნა მარტივია! ამ ყველაფრის უკან ვინ დგას… ვინც პოსტში თავი ამოიცნო! თავად იმალება და სხვებს „აყეფებს“!

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ვინ არის ქალი, რომლის გამოც მარინა ბერიძე ქმარმა მიატოვა

    43-წლიანი თანაცხოვრება და ღალატი 63 წლის ასაკში – მარინა ბერიძის ოჯახური ამბები

    ნახეთ, როგორ მიულოცა სოფო ნიჟარაძემ მარინა ბერიძეს დაბადების დღე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !