More

    თავდაცვის სამინისტრო მრავალ კომპონენტში გახდა მისაბაძი უწყება – დავით ჩიხელიძე

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

    7 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბატონმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის დელეგაციას უმასპინძლა, შეხვედრას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადამ სტერლინგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი,  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ენდრიუ შოფერი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

    მისი თქმით, მიუხედავად ტალახის სროლის არაერთი მცდელობისა, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს:

    „შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში, ასევე აღინიშნა, რომ აშშ-სთვის რეგიონში საქართველოს როლი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. საინტერესოა ერთი დეტალი, საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობით განებივრებული არ არიან, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილის ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პარტნიორებისთვის საქართველოს მნიშვნელობას და ადასტურებს იმ რეფორმების მართებულობას, რომელიც სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო, შემდეგ კი ესტაფეტა ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა, რომელიც დღენიადაგ, საკუთარი უწყების განვითარებაზე ზრუნავს.

    მიუხედავად ტალახის სროლის არაერთი მცდელობისა, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ სამინისტროში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს, აღნიშნავენ მის ტექნიკურ/ტაქტიკურ სრულყოფას და ნატო-ს სტანდარტებთან თანხვედრას. შეხვედრის დროს სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს და აშშ-ს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება.

    აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში დღითი დღე იზრდება საქართველოს როლი. საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში არა რიგითი, არამედ ლიდერი ქვეყანა გახდეს. თავდაცვის სამინისტრო მრავალ კომპონენტში გახდა მისაბაძი უწყება, სადაც ყოველ სიტყვას, საქმე მოსდევს, მჯერა, ასეთი ნახტომისებრი პროგრესით, რომელიც უწყებამ ბოლო ორ წელში განიცადა, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანა!“ – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !