More

    „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – აქცია საქალაქო სასამართლოსთან

    spot_img

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. 

    საქალაქო სასამართლოს ეზოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები, ოჯახის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

    „იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან. ყოველშემთხვევაში პროკურატურის განცხადებიდან ასე ჩანს. მგონია, რომ კარგი ჟესტია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლაპარაკების პროცესში შეიცვალოს ან ოდნავ მაინც განიმუხტოს სიტუაცია“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

    ინფორმაციისთვის, საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

    საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

    გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

    დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    ✔️ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

    ✔️ მიხეილ სადრაძე: პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ისინი განაჩენს გარეთ დაელოდებიან

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here