More

    თაკო ჩარკვიანი: ელისაშვილი და იოსელიანი ფსევდო ოპოზიციაა

    spot_img

    თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას სატელევიზიო ეთერში გამოეხმაურა. პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თქმით, მას არც გაჰკვირვებია პარტია „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლა.

    „არ მივიჩნევდი მე მათ ოპოზიციად. ჩემთვის უმძიმესი იყო მათთან გაერთიანება, იმიტომ კი არა ვინმეს ვერჩი, არამედ ვიცი, რომ ფსევდო ოპოზიციასთან ჯდომა და ვექტორალურ აზელვაზე ცუდი, საზოგადოებისთვის არაფერი არ არის. მე მხოლოდ იმიტომ მინდა პოლიტიკაში მოსვლა, რომ ვეღირსო თავისუფალ პროკურატურას, სასამართლოს, აუდიტს და თავისუფალ, დამოუკიდებელ არხს. კი 60 მილიონიანი არხი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი.

    თაკო ჩარკვიანის თქმით ელისაშვილი და იოსელიანი ფსევდო ოპოზიციაა.

    „დიდი ხანია ვყვირი, რომ ელისაშვილი და იოსელიანი ფსევდო ოპოზიციაა. თუ არ დასვამ ამ ტიპის პოლიტიკანებს მაგიდასთან, შემდეგ საზოგადოება მიხვდება, რომ ოპოზიციაში რაიმე გახლეჩვა კი არ მოხდა, არა, ფსევდოები იყვნენ და თავისი პაიკები უკან გაიყვანა ხელისუფლებამ. მათ შესვლა სურდათ, უბრალოდ, უნდოდათ არაკომფორმისტული სახელით შესულიყვნენ და არ გამოდის ეს ამბავი. პრინციპულობა სხვა არის, კომფორმიზი სხვა, პრაგმატული პოლიტიკა სხვა არის, პრაგმატული პოლიტიკა არ არის მათი პოლიტიკა, პრაგმატული არის, ის, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ხელისუფლებას,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

    ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

    ✔️ „სწორი და პრინციპული გზა ავირჩიეთ“ – ლევან იოსელიანი

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here