More

    თაკო ჩარკვიანი: ერთხელ იყო მართალი თეა წულუკიანი, როცა ელისაშვილს უთხრა, რომ თუ არჩევნები გაყალბდა აქ რა გინდაო

    spot_img

    „ერთხელ იყო ვიღაცასთან მართალი წულუკიანი და ეს ელისაშვილთან აღმოჩნდა, როცა უთხრა, თუ გაყალბებულია აქ რატომ ხარო“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

    მისი თქმით, მიუღებელია იმის თქმა, რომ არჩევნები ისევე გაყალბდა, როგორც სხვა წლებში.

    როგორც მან განმარტა, ოპოზიციის ბოიკოტი გამოწვეულია იმით, რომ მას პარლამენტში შესვლით რეალური ცვლილებების განხორციელება, მანდატების სიმცირის გამო, მაინც არ შეეძლება.

    თაკო ჩარკვიანის განცხადებით, სიტუაციის განმუხტვისთვის, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან ახალი არჩევნების თარიღი უნდა დაასახელოს, მაგრამ გარდა ამისა, იგი არცერთი პუნქტის შესრულებაზე არ არის თანახმა.

    „თუ გამოჩნდება ახალი არჩევნების თარიღი, ერთად დავსხდებით ოპოზიცია და მოვილაპარაკებთ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ მოდის არაფერზე“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

    ინფორმაციისთვის, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს რიტორიკული კითხვა დაუსვა და ჰკითა, თუ მისი აზრით არჩევნები გაყალბდა, რატომ იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ გადმოდგან ნაბიჯი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ“ – ბადრი ჯაფარიძე

    რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციამ ბავშვურ ჯიუტობას თავი უნდა დაანებოს

    კელი დეგნანი: ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here