More

    თამარ გაბუნია: რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია

    spot_img

    რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ვინაიდან ამ სივრცეში ადამიანები პირბადეს ვერ იყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, გახსნა ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა მოხდეს.

    „ზოგადად, შეფასებულია, რომ რესტორანში რისკი არის მაღალი. რესტორანში ადამიანები ვერ იყენებენ ნიღაბს, რაც დაცვის მთავარი საშუალებაა.

    ჩვენ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც შემდეგ ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკების მიუხედავად, ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასე გავყვეთ, დღეს გახსნა და ხვალ დასაკეტი გაგიხდეს, ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლეს უკავშირდება, ამიტომ, ასეთი ტიპის დაშვევები მიუღებელია“, – აღნიშნა გაბუნიამ.

    ინფორმაციისთვის, გასულ შაბათს, პროტესტის ნიშნად რესტორნებმა 24 საათით შეწყვიტეს მიწოდების სერვისი და საპროტესტო აქცია გამართეს. რესტორნები გახსნას ითხოვენ. ამასთან, სარესტორნო ბიზნესის მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობისთვის მიცემული ორდღიანი ვადა დღეს ამოიწურა.

    შეგახსენებთ, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here