More

    თამარ გვერდწითელის ოთხი ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული

    spot_img

    ქართველი მომღერალი, მსახიობი და არტისტი, 58 წლის თამარ გვერდწითელი როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ კარგად არის ცნობილი. გვერდწითელის პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესისთვის ბევრჯერ გამხდარა განხილვის საკითხი, თუმცა, თამარის 3 განქორწინება და ერთი ტრაგიკული ისტორია ბევრისთვის დღემდე არ არის ცნობილი.

    მომღერალმა კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. მას შედეგ თამარის ცხოვრება პრესის ინტერესის სფერო მრავალჯერ გახდა. გვერდწითელი ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწეობს, თუმცა, ხშირად სტუმრობს საქართველოსაც.

    მომღერლის პირველი რჩეული მასზე 14 წლით უფროსი, თეატრის რეჟისორი, კახა კაბრიშვილი იყო, რომელთან ერთადაც თამარმა 11 წელს იცხოვრა. თამარი ყოველთვის მყარ, ერთიან ოჯახზე ოცნებობდა, რადგან მშობლების განქორწინება მისთვის დიდი ტრავმა აღმოჩნდა.

    კახაბრიშვილისა და გვერდწითელის გრანდიოზულ ქორწილზე თბილისში დიდხანს საუბრობდნენ. ვის წარმოედგინა, რომ ეს წყვილი დღეს ცალ-ცალკე იცხოვრებდა.

    მათ ქორწილს საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი მარგარეტ ტეტჩერიც კი დაესწრო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ქორწინება დაინგრა, თამარმა კარიერა ამჯობინა. მას და გიორგი კახაბრიშვილს ერთი ბიჭი – ალექსანდრე, სანდრო ჰყავთ, რომელიც 30 წელს არის გადაცილებული.

    პრესა გვერდწითელის პირველ ქორწინებაზე აქტიურად საუბრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, თამარმა პირველი ქორწინება სწორედ კარიერის გამო დათმო და ამ თემაზე თვითონაც არაერთხელ უსაუბრია.

    განქორწინებიდან რამდენიმე წელში თამარი მოსკოვში წავიდა. შემდეგ გასტროლებზე ამერიკაში მოუწია ჩასვლა და ქართულ მედიაში ხმა გავრცელდა, რომ გენიალური მომღერალი მეორედ გათხოვდა, მისი რჩეული მილიონერი ადვოკატი, დმიტრი იყო. დმიტრი წარმოშობით ბაქოდან გახლდათ, თუმცა, ამერიკაში, ბოსტონში ცხოვრობდა.

    თამარმა სცადა, ამერიკაში გაეგრძელებინა ცხოვრება, 3 წელი მოსწყდა კარიერას და დმიტრისთან ბედნიერად იცხოვრა. თუმცა, სცენა ეძახდა და ამერიკულ ოცნებაზე დროებით უარი თქვა. წყვილს ერთმანეთისგან შორ მანძილზე ყოფნა უჭირდა და შემდგომ უკვე დმიტრიმ გადაწყვიტა თამართან ჩასვლა.

    მოგვიანებით, მოულოდნელმა შემთხვევამ თამარის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სრულიად უეცრად, დმიტრი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს მომღერლისთვის დიდი ტრავმა აღმოჩნდა.

    გვერდწითელს მარტოობა არ სურდა და ის მესამედ გათხოვდა. მომღერლის რჩეული ქირურგი, სერგეი ამბატელო იყო. მათ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნეს, როდესაც თამარს ექიმის დახმარება დასჭირდა. მათი ურთიერთობა სულ 5 წელს გაგრძელდა და 2005 წელს პრესაში ხმაურიანმა განქორწინებამაც გაიჟღერა.

    როგორც ამბობდნენ, სერგეის სმა უყვარდა და ხშირად ხელითაც ეხებოდა თამარს. სხვა დეტალები მედიისთვის უცნობი დარჩა.

    თამარის ცხოვრებაში სხვა სერიოზული ურთიერთობა მას შემდეგ აღარ ყოფილა. ის ხშირად საუბრობდა სიყვარულზე და ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას ერთადერთი კაცი, მისი მეორე მეუღლე – დმიტრი უყვარდა, რომელთანაც ბედნიერი ცხოვრება სულ 3 წელს შეძლო.

    მოგვიანებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თამარ გვერდწითელი მეოთხედაც გათხოვდა და ბედი “პრარაბს” დაუკავშირა, რომელიც მომღერლის სახლის გარემონტებას ხელმძღვანლობდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ბიზნესმენს ოჯახი დაენგრა. თუმცა, ეს დეზინფორმაცია აღმოჩნდა და გამოცემამ მომღერალს ბოდიშიც კი მოუხადა. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი “პრარაბ” ნოდართან ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა და პაპარაცებმა ფოტოები სწორედ ამ დროს გადაუღეს, რაც მოგვიანებით ჭორების საფუძველი გახდა.

    წყარო: plus.kvira.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !