More

    თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

    spot_img

    ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,  თამარ ტალიაშვილმა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარესთან ოლივერ ბეხტთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებისა და მისი იმპლემენტაციის პრიორიტეტად დაყენებას მიესალმა.

    შეხვედრაზე მხარეებმა ევროპასა და საქართველოში კოვიდ – 19 პანდემიის პერიოდში განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში წარმოქმნილ სირთულეებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობის პრინციპების მიდგომით მათი გადაწყვეტის გზებსა და პერსპექტივებს.

    მათივე ინფორმაციით, ოლივერ ბეხტიმ თამარ ტალიაშვილის ინიციატივა დადებითად შეაფასა, რომელიც კომიტეტში ახალგაზრდობის გაძლიერების საკითხებთან და კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით მოკვლევის დაწყებას ითვალისწინებს. ამ საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის სესიების ფარგლებში ანგარიშის წარდგენა იგეგმება.

    ინფორმაციისთვის, დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი შედიან.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here