More

    თამთა მეგრელიშვილი: გარეჯი საქართველოა! სახელმწიფოს მიდგომა პრინციპული, თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობთ, გამობრძანდით და არგუმენტებით ისაუბრეთ

    spot_img

    „პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს საქმეზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთება საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს ან შესაძლოა ვინც ბევრ ყვირის,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას.

    როგორც იურისტი აღნიშნავს, დავით გარეჯის საქმის გარშემო ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიებას პრაქტიკულად ყველა მტკიცებულება ხელთ აქვს.

    „პროკურატურამ მათ ბრალი დაუზუსტა. შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ორი ძირითადი მიზეზი – მტკიცებულების მოპოვებაში ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის (რისი წინაპირობაც არსებობდა, თუკი ილიჩოვას მონაწილეობით არსებულ ვიდეო-ჩანაწერს გავიხსენებთ) და არ მიმალულიყვნენ აღმოიფხვრა. მოსამართლე თავად წყვეტს საქმესთან დაკავშირებით საჭიროა თუ არა კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ამ საქმეზე გირაოს შეფარდება და პასპორტების ჩამორთმევა საკმარისი წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყანას ვერცერთი მათგანი ვერ დატოვებს. შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, სასამართლოს განაჩენს პენიტენციური დაწესებულების გარეთ დაელოდონ. პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს საქმეზე მუშაობას – იკვეთება გარემოება, რომ ილიჩოვა და მელაშვილი ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. დარწმუნებული ვარ გამოიკვეთება საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს ან შესაძლოა ვინც ბევრ ყვირის… გარეჯი საქართველოა! სახელმწიფოს მიდგომა პრინციპულია! თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობთ, გამობრძანდით და არგუმენტებით ისაუბრეთ! ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე არ არის “ – აცხადებს მეგრელიშვილი.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    28 იანვარს ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here