More

    თაღლითები ფეიკ-ინფორმაციას Sputnik-საქართველოს სახელით ავრცელებენ

    spot_img
    სპუტნიკ საქართველო,
მიკროფონი

    Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს საეჭვო წარმომავლობის ვებგვერდზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან.

    საეჭვო წარმომავლობის მასალა, რომლის გაფორმება Sputnik-საქართველოს ვებგვერდთან არის მიმსგავსებული, ქსელში დღეს გავრცელდა. აღნიშნული მასალა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ასევე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან თითქოს ქართულ ტელეარხს მისცა.

    Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან. ქსელში გავრცელებული მასალა არანაირ კავშირში არ არის sputnik-georgia.ru და sputnik-georgia.com ვებგვერდებთან.

    ფეიკ-გვერდის სქრინი, რომელიც Sputnik-საქართველოს ლოგოს და გაფორმებას იყენებს.

    SPutnik-საქართველო აღნიშნული ფეიკ-გვერდის ავტორებს ურჩევს, მათ მიერ გავრცელებული მასალიდან წაშალონ Sputnik-საქართველოსთან ასოცირებული ყველა ელემენტი, მათ შორის, ლოგო და პორტალის გაფორმების ელემენტები.

    წყარო: m.sputnik-georgia.com

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !