More

    თბილისის ბავშვთა გასართობი ცენტრები 5000 ლარს მიიღებენ

    spot_img
    ბავშვთა გასართობი ცენტრი

    თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მასშტაბით რეგისტრირებული ბავშვთა გასართობი ცენტრები მერიისგან, დახმარების სახით, 5000 ლარს მიიღებენ.

    შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

    როგორც მან აღნიშნა, სუბსიდიას ის ობიექტები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდეა რეგისტრირებული.

    „აღნიშნულ დახმარებას 70-მდე ობიექტი მიიღებს და ამ მიზნით, ჯამში, 350 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

    მერის განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 2 ივნისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !