More

    თბილისის მასტერ ლიგის გამოკითხვაში გულშემატკივრის რჩეული ნიკოლოზ გაბრიჩიძე გახდა

    spot_img

    თბილისის მასტერ ლიგის გამოკითხვაში გულშემატკივრის რჩეული ხმათა უმრავლესობით ნიკოლოზ გაბრიჩიძე გახდა. მასტერ ლიგის წარმომადგენლობის ცნობით, მას 2020 წლის გალა-დაჯილდოებაზე ტურნირის სპონსორი Apple City-სგან  სკუტერი Mi Electric Scooter Pro 2 გადაეცემა.

    მასტერ ლიგის გამოკითხვაში გამარჯვებულების სამეული:

    🏆 პირველი ადგილი – ნიკოლოზ გაბრიჩიძე (1572 ხმა)

    🏆 მეორე ადგილი – ნიკოლოზ მანგოშვილი (1375 ხმა)

    🏆 მესამე ადგილი – ვასილ აფციაური (1306 ხმა)

    როგორც თბილისის 7×7 ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჩალაძე აღნიშნავს, გამოკითხვა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც გულშემატკივარს თავისი რჩეული თბილისის საფეხბურთო გუნდების საუკეთესო მოთამაშეებს შორის უნდა გამოევლინა.

    „გამოკითხვა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და მასში 8 გუნდის თითო საუკეთესო ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. თბილისის მასტერ ლიგაში სულ 20 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის საჩემპიონო ფლეიოპში სწორედ ეს 8 გუნდი გავიდა.

    გამარჯვებულს, ნიკოლოზ გაბრიჩიძეს ჩვენი გენერალური სპონსორისგან გადაეცემა პრიზი, ხოლო დანარჩენი მონაწილეები სხვა ნომინაციებზე იქნებიან წარდგენილი და ისინი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ინდივიდუალურ პრიზებს მიიღებენ“, – განაცხადა ლაშა ჩალაძემ.

    მისი თქმით, დაჯილდოება წლის ბოლომდე გაიმართება და მასში საქართველოს თასის გათამაშებაში სხვადასხვა პოზიციებზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებიც დაჯილდოვდებიან.

    ინფორმაციისთვის, ააიპ 7×7 ფეხბურთის ასოციაცია 2019 წლის 7 თებერვალს დაფუძნდა. ასოციაცია ქმნის და ორგანიზებას უწევს 7×7 საფეხბურთო ჩემპიონატებს, სამომავლოდ კი 7×7 ფეხბურთის, როგორც ახალი სათამაშო სახეობის კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here