More

    თბილისის მერია სწავლას დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსებს

    spot_img

    თბილისის მერია სწავლას დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

    მისი თქმით, მერია ითვალისწინებს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და სწავლას იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც დაუფინანსებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს ან უფრო ნაკლებს შეადგენს.

    „იზრდება იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტების რიცხვი, რომელთაც სწავლა დაუფინანსდებათ. დაფინანსებას მიიღებენ ის სტუდენტებიც, რომელთა სარეიტინგო ქულაც ერთიან ბაზაში 150 000 ან უფრო ნაკლებია. ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით 1000-მდე სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ამ შეღავათით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    როგორც მერმა განმარტა, დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება როგორც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულასა და მის სარეიტინგო ქულაზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here