More

    თბილისის საკრებულო წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

    spot_img

    განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში წლის განმავლობაში შეგროვებული მაკულატურა წიგნებში გადაიცვალა და წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმულთა მუნიციპალურ პანსიონატის მცხოვრებლებს გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

    კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პანსიონატში მცხოვრებმა მოხუცებმა სასურველი ლიტერატურა წინასწარ თავად დაასახელეს.

    „ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე 2021 წელს განსხვავებულად აგვეღნიშნა და გაგვეხარებინა ის ხალხი, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება საზოგადოების ზრუნვა და ყურადღება. ამიტომ, მათი სურვილისამებრ, შევიძინეთ უახლესი გამოცემები – მხატვრული ლიტერატურა და ლექსიკონები,“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

    ინფორმაციისთვის, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე ადამიანებს საერთო იდეით აერთიანებს, სლოგანით: იკითხე წიგნი შეცვალე მსოფლიო!

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here