More

    თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება

    spot_img

    კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

    რაც შეეხება კონტრაქტორების იმ მცირე ჯგუფს, რომელთა მხრიდანაც გამოვლინდა აგრესიული, ძალადობრივი და სხვა სახის უკანონო ქმედებები, რაც ცალსახად მიუღებელია კომპანიისთვის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე აგრძელებს მიმდინარე საქმიანობას, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის კომპანიის მიერ დაგეგმილი და გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას.

    თბილისის უწყვეტ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here