More

    თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

    spot_img

    გეგმური სამუშაოების გამო 10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით თბილისის რამდენიმე უბანში შეიზღუდება.

    ნაძალადევის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), დომენტი ჟღენტის, ახტალის, ბახმაროს, ზიარის, კალიუჟინის, ლისაშვილის, რაჭის, სამღერეთის, სანავარდოს, წერონისის, ბენდელიანის, პიონერის, გომარეთის, ლეჩხუმის, ეფრემ ზაქარაიას, ინტერნატის, ცოტნე დადიანის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, რევაზ ურიდიას, ნოსტეს, ფილიას, ხუდადოვის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ორბეთის, კდლდეკარის, ნაქალაქევის, ზედამზის, სუვოროვის, ლამისყანის, ხერთვისის, გარეჯის, ლოტკინის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, ახვლედიანის, ვაშლოვნის, იაკობ ნიკოლაძის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, მიმინოშვილის, ელენე ახვლედიანის, მიხეილ ჯავახიშვილის, ეკალაძის და კობახიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ნოზაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

    სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !