More

    „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი: დღეს პოზიტიური დღე გვქონდა ძალიან კარგია ის, რომ იმუშავებს გასახდელები

    spot_img

    დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    მისი თქმით, სავაჭრო ცენტრებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა.

    „დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები. კერძოდ, კარგი ამბავია ჩვენთვის ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი მომხმარებლისთვის სავაჭრო ცენტრში, ისევე, როგორც ეს არის ჰიპერმარკეტებში.

    მეორე – იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით.

    შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, – აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

    ინფორმაციისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.

    იხილეთ აგრეთვე:

    მაია ცქიტიშვილმა მსხვილი სავაჭრო ქსელების მენეჯმენტთან შეხვედრაზე 1 თებერვლიდან გახსნის გეგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here