More

    თბილისში დღეს ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

    spot_img

    დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე დილის 7:00 საათიდან შეზღუდვებია გზებზე. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება დღეს შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

    შეზღუდვების შესაბამისად შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. ავტობუსები, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით დადიოდნენ მიმდებარე ქუჩებზე გადაინაცვლებენ. დეტალურ განრიგს თბილისის მერია ავრცელებს.

    თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

    ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე (პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდებიან, რომლის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.

    ავტობუსები – N31, N37, N46, N301 და N345, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდგომ მათთვის დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.

    N2, N31, N72, N120, N133, N137 და N170 მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და შემდეგ, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან, საიდანაც უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები – N50, N71 და N344, ასევე, მიკროავტობუსები – N10, N140, N149 და N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ; ავტობუსები – N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ; ავტობუსები – N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრთა მომსახურებას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ; მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას ასევე, ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებს.

    რაც შეეხება N124 მარშრუტს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდგომ კი სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს; მიკროავტობუსი N4, ბარათაშვილის ხიდიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს, ჯავახიშვილის, კოსტავას, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩებით ისარგებლებს. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებს და კოსტავას, ჯავახიშვილის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !