More

    თბილისში რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    spot_img

    სხვადასხვა სამუშაოს გამო, 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, ზემო ვაკის, ჯაფარიძის, ქობულეთის და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.

    გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ), მარუხის გმირთა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლაითურის, ჟღენტის, გეგუთის, ასურეთის, კურსების, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგის, დარკვეთის, მირხაანის, ბუგეულის, კიშინიოვის, წერონისის, ლუბოვსკის და ჯავის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, მონპერეს, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას.

    გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და შტემბერგის ქუჩის მოსახლეობას.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !