More

    თბილისში 21 წლის მოცეკვავე ბიჭი გულში დაჭრეს

    spot_img
    მოცეკვავე

    თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 21 წლის მოცეკვავე ლაშა სახეჩიძე ცივი იარაღით დაჭრეს. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. 

    დაკავებული 1994 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ბ.ღ. აღმოჩნდა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი დაუსწრებლად უკვე წარუდგინეს. ერთ-ერთი ინფორმაციით კონფლიქტი სიგარეტის თხოვნით დაიწყო.

    21 წლის მოცეკვავის დაჭრის შემდეგ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ლ.ს.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

    „სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა“, – განცხადებას შსს ავრცელებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !