More

    თებერვალში დაგეგმილ და ვერშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართულ თავდაცვისა და შსს-ში არსებულ ჯგუფებზე ინფორმაციით ვფიქრობ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს – ზაალ ანჯაფარიძე

    spot_img
    ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე Digest.ge

    ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება, რომლის თანახმად კობახიძე ექსპრემიერი გიორგი გახარიას გადადგომას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს უკავშირებს. კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

    „გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებულ ჯგუფებზე, რომლებიც ჩართული იყვნენ თებერვალში დაგეგმილ და ვერშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში. ვფიქრობ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ ადამიანებით, რადგანაც ამ სტრუქტურებში მათი ყოფნა არათუ პოტენციურ, რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !