More

    თელავში ახალგაზრდა კაცი თავის არეში მაკრატლით დაჭრეს

    spot_img
    ლენტი

    თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით ახალგაზრდა ბიჭია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

    ერთ-ერთ ვერსიით, 8 ივნისს ქალაქის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს, ახალგაზრდა დაშავდა, ერთს დაზიანება მაკრატლით თავის არეში აქვს მიყენებული, რომელიც თბილისშია გადაყვანილი, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

    ხოლო მეორე დაშავებული, თელავის მერიის ყოფილის მოადგილის, აკა საჩიშვილის შვილია, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირების დროს მიღებული აქვს მრავლობითი დაჟეჟილობები.

    რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

    მომხდარზე გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !