More

    თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილი პირების კვლევა დაიწყება

    spot_img

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ  საქართველოში პოსტკოვიდური პაციენტების კვლევა იწყება. 

    მისი თქმით, კვლევა 500 ადამიანით დაიწყება და მათ ჩაუტარდებათ ყველა კვლევა, რაც პოსტკოვიდის დროს აღწერილია მთელ მსოფლიოში. ადამიანები შემთხვევითი შერჩევის შედეგად ჩაიტარებენ კვლევას და ის, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

    თენგიზ ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ კვლევაში თანაბრად მოხვდება ქალი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ასაკოვანი, თბილისის სხვადასხვა რაონებში მცხოვრები და ა.შ.

    „იწყება ძალიან სერიოზული კვლევა 500 ადამიანზე. ჩვენ ისტორიებს კი არ შევისწავლით უკანა რიცხვით, არამედ, წინა რიცხვით დავაკვირდებით პაციენტებს. ტარდება ეს სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ შედეგები ჯერ არსად არ გამოქვეყნებულა.

    ჩვენ შემთხვევითი, შერჩევის პრინციპით, ისე რომ თანაბრად მოხვდება ამ კვლევაში ქალი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ასაკოვანი, თბილისის სხვადასხვა რაონებში მცხოვრები და ა.შ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გვაქვს ჩვენ სია ყველა იმ ადამიანის, ვინც გაეწერა კლინიკიდან, ან ვინც სახლში მკურნალობდა და კომპიუტერი აკეთებს ამ შემთხვევით შერჩევას და ვუკავშირდებით ამ პირებს და მოვიწვევთ ამ კვლევისთვის.

    დამოუკიდებლად იმისა, მას რამე აწუხებს თუ არა, ჩვენ მოვიწვევთ ყველას, ვინც გაეწერა რაღაც პერიოდში, მაგალითად, ერთი თვის წინ. და შემდეგ, ამ 500 კაცს ჩავუტარებთ ყველანაირ გამოკვლევას, დაწყებული კითხვარით და პლუს ყველა გამოკვლევას, რაც პოსტკოვიდის დროს აღწერილია მთელ მსოფლიოში, რომ შეიძლება დაზიანდეს,“ – განაცხადა იმუნოლოგმა.

    ცერცვაძის თქმით, კვლევა სერიოზული შედეგების მომტანი იქნება.

    „ჩვენ გვეცოდინება საკუთარ მასალაზე და არა ინგლისელების მასალაზე, რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ეს სინდრომი,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️„კაცობრიობა წელიწადნახევრის შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“ – გამყრელიძე

    ✔️ჯანმო: ვაქცინის „ნაციონალიზაცია“ მორალურ კოლაფსს გამოიწვევს

    ✔️რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here