More

    თენგიზ ცერცვაძის დამაიმედებელი პროგნოზი

    spot_img
    ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში ივნისის ბოლოდან სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასიური შემოტანა დაიწყება.

    „საერთოდ, ძნელია გარანტიების მიცემა იმიტომ, რომ მსოფლიო ცვალებადია და ათასი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გამოჩნდეს. მე როგორც ექსპერტი, ვიძლევი გარანტიას, რომ წლის ბოლოს გავალთ სამიზნეზე, ეს არის მოსახლეობის 65%-ის აცრა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

    როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ივნისის ბოლოდან ქვეყანაში დიდი რაოდენობით ვაქცინების დოზები შემოვა.

    შემოვა დიდი რაოდენობით „სინოფარმი“, დიდი რაოდენობით „სინოვაკი“, შედარებით მცირე რაოდენობით „ასტრაზენეკა“ და დიდი რაოდენობით ფაიზერი, რომელზეც ხალხს ასე წყდება გული.

    და კიდევ ერთი ვაქცინა „ნოვავაქსი“. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესია „ნოვავაქსი“, რომელიც არის ბაზარზე და ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია.

    ის ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და მისი პირველი კონტრაქტორი საქართველოა, რომელიც მილიონ დოზას მიიღებს. ივნისის ბოლოდან საქართველოში აიცრება დღეში არა 4000-5000, არამედ 8000-9000 ადამიანი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !