More

    „თვალის პროთეზი, რომელიც გამიტყდა შესაცვლელია“ – მაკო გომურს დახმარება სჭირდება

    spot_img

    20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე გადადგა, ვერავისგან მიიღო პასუხი თუ ვინ დაეხმარება მას ფინანსურად. 

    დაზარალებული გომურის განცხადებით, თვალის ფორმა და ნაწიბურები მუდმივად იცვლება, სწორედ ამის გამო მას ახალი პროთეზი სჭირდება.

    მაკო გომურის თქმით, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს, პროთეზის გარეშე ვერ ივლის, თვალისთვის პირველადი, ძველი პროთეზის გამოყენება უწევს.

    „6 სექტემბერს ბოლო ვიზიტი მქონდა გერმანიაში და ჩამოვედი საქართველოში. ექიმმა მითხრა, რომ 5 თვის განმავლობაში უკან უნდა დავბრუნდე.

    პირველ რიგში უნდა შეიცვალოს თვალის პროთეზი, რადგან ოპერაციის გაკეთების შემდეგ მუდმივად იცვლება თვალის ფორმა, მუდმივად ყალიბდება თვალის ნაწიბურები. თვალის პროთეზი, რომელიც გამიტყდა ის შესაცვლელი იყო და მომიწია იმ პროთეზის გამოყენება, რომელიც პირველად დამიმზადეს.

    ეს არასწორია და არ შეიძლება თვალს ეს გაუკეთო, რადგან თვალის ფორმა სრულიად შეცვლილია და პროთეზი მას არ ემთხვევა. ახლა სხვა გამოსავალი არ მაქვს და ღიად ვერ ვივლი.

    როგორც კი ავთანდილ თალაკვაძე გადადგა თანამდებობიდან, მას შემდეგ დავიწყე მოძიება. საკონტაქტო პირი მყავდა თალაკვაძე, რომელსაც ვურეკავდი როდესაც გამგზავრების დრო იყო, ვთანხმდებოდით და მივდიოდით.

    რაც გადადგა ავთო თალაკვაძე, ზუსტად 1 თვეა ვეძებ საკონტაქტო პირს, ვინც მომაწვდის ინფორმაციას. საერთოდ რას აპირებენ ? სადაც მივწერთ, ვრეკავთ ვუკავშირდებით, ყველგან გვეუბნებიან, რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან.

    საერთოდ არავინ არ ფლობს ინფორმაციას. პოსტის გამოქვეყნებიდან ამ წუთამდე საერთოდ არავინ არ შემხმიანებია.

    პრინციპის საკითხია, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ეს, თორემ ზუსტად ვიცი ხალხთან რომ ვითხოვო შესაძლოა 1 წუთში აგროვდეს თანხა. არავინაა ვალდებული ეს რომ გააკეთოს“, – აღნიშნა გომურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

    ინფორმაციისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა. მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    ✔️ „დახმარების პროგრამა გაგრძელდება“ – მაია ცქიტიშვილი მაკო გომურის მკურნალობის დაფინანსებაზე

    ✔️ სუს-ი: 20 ივნისის მოვლენებმა დააზიანა ქვეყანაში უსაფრთხოების გარემო

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here