More

    თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების შეკვეცა პირდაპირ ხარაკირია, ეს არის ერთადერთი რგოლი, რომელსაც მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს – კახა კახიშვილი

    spot_img
    ისნის რაიონის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი
კახა კახიშვილი

    საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი თვითმმართველობებში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის შეკვეცის წინააღმდეგია, რასაც საარჩევნო რეფორმის პროექტი ითვალისწინებს. 

    პროექტით თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს წევრების რაოდენობა 4/1-ზე თანაფარდობით განისაზღვრება – ერთ მაჟორიტარზე პროპორციული წესით არჩეული ოთხი დეპუტატი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი, 2/1-ზე თანაფარდობით. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარების რაოდენობის შეკვეცა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის პირდაპირ კომუნიკაციას გააუარესებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

    მისი თქმით, ხალხთან კომუნიკაციის საკითხში მაჟორიტარი დეპუტატის როლი უმნიშვნელოვანესია. კახა კახიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, არ აჰყვეს ხელისუფლება ოპოზიციას ამ მოთხოვნასთან მიმართებაში და საკითხზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.

    „თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების შეკვეცა, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ ხარაკირი, რადგან ერთადერთი რგოლი, რომელსაც აქვს მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, ეს არის თვითმმართველობის, საკრებულოს წევრები, რომლებიც გამგეობასთან ერთად, უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო, მათ შორის, ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს. თუ ვისაუბრებთ სისტემაზე, სისტემა კარგია. ცალკეულ შემთხვევებზე კი, როდესაც მოსახლეობა კონკრეტულად მაჟორიტარით უკმაყოფილოა, ვერ ვისაუბრებ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ არ ავყვეთ პოლიტიკურად უაზროდ მოთხოვნილ საკითხს, მეტიც, საერთაშორისო ექსპერტებს ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით მოსაზრება და დასკვნა დადონ, რამდენად სწორად მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გადადის პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

    ამასთან, მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკრებულოს წევრების რაოდენობა განსაზღვრული იყო პრინციპით – წევრების ნახევარი მაჟორიტარული სისტემით არჩეული და ნახევარი – პროპორციულით.

    დეპუტატი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში კი, თუ მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება, ლოგიკურად უნდა შემცირდეს საკრებულოს წევრთა მთლიანი რაოდენობაც. ასევე უნდა შემცირდეს ზოგადად პარლამენტართა რაოდენობა, თუ საკანონმდებლო ორგანოში 75 მაჟორიტარი აღარ იქნება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !