More

    თვითონ რა გაუკეთებია? ლოკდაუნი გინდათ კიდევ? – მეუფე იაკობი გახარიას უპირისპირდება

    spot_img
    გახარია და იაკობუ

    ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილი პროექტი არ არის.

    ამასთანავე მეუფე გიორგი გახარიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა, ქვეყნისთვის კი მნიშვნელოვანი არაფერი აქვს გაკეთებული.

    „გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ვთქვი ერთხელ უკვე და ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია მასზე ბევრი ვილაპარაკო. თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა. ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც შსს და პრემიერ მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა.

    რაც ვთქვი, ყველაფერს ვადასტურებ. ხომ იძახდით ნასვამმა თქვაო, ახლა ნასვამი ვარ? უბრალოდ მძიმე მდგომარეობაში იყო სახელმწიფო და რაღაცები იმიტომ არ გავაკეთე. ახლა როგორ გგონიათ, ტელევიზიებს, რომ აპიარებთ, ვინ უნდა მისცეს ხმა? გადახედეთ ვინ უდგას გვერდში. ან თვითონ რა გაუკეთებია. „ლოქდაუნი“ გინდათ კიდევ, სრული „ლოქდაუნი“? თუ გინდათ, სხვასც შეუძლია ეგ და მითხარით, რა აქვს გაკეთებული?

    ამათი შეცდომა ის იყო, რომ პიარი უკეთეს, მენეჯერი, მენეჯერი. კრიზისმენეჯერი კი არა, მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიკერია“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !