More

    თოვლის კაცები პუტინის წინააღმდეგ – აქცია-პერფორმანსი რუსეთში

    spot_img

    რუსეთის არხანგელსკის ოლქში უჩვეულო აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ადგილობრივმა აქტივისტმა ელენა კალინინამ თავის სახლთან თოვლის კაცები დააყენა, რომლებსაც ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო პლაკატები „ეჭირათ“. 

    „ძირს მეფე“, „ვოვა, ჩვენს შორის ყველაფერი დასრულებულია“, „ეს ჩვენი ქვეყანაა“ – ეწერა პლაკატებს. კალინინამ „აქციის“ ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა. ამის შემდეგ მასთან პოლიცია მივიდა. სამართალდამცველებმა თოვლის კაცების აქცია დაარბია, აქციის „მონაწილეები“ გაანადგურა, ხოლო პლაკატები წაიღო.

    პოლიციამ ელენა კალინინა ოქმის შესადგენად განყოფილებაში წაიყვანა. როგორც გამოცემა Meduza იუწყება, აქცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

    იხილეთ აგრეთვე:

    🔱 ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი სამხედრო სფეროში კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერენ ხელს

    🔱 პუტინი: იმ ფილმში ნახსენები ქონება არც მე, არც ჩემს ნათესავებს არ ეკუთვნის (ვიდეო)

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here